saqarTvelos mwvervalebi - komkavSireli

 

კომკავშირელი - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის განშტოებაზე, მდინარეების მესტიაჭალისა და ტვიბერის (ენგურის სისტემა) წყალგამყოფ გვალდის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3690 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებით, კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია.